Wednesday, August 24, 2011

ready to go ... my friend's wedding

I decided to show you the photos taken when my friends and i were preparing for our friends wedding :) and i'm excited because another wedding is coming soon :)








i'm gonna be a maid of honour ... so cool !! :)

Saturday, August 20, 2011

my Jeffrey Campbell's babies


Here are my new shoes ... so beautiful, adorable and stylish :) Love them !!!







პირველი დანახვისთანავე ჭკუა დავკარგე ისე მომეწონა. ვფიქრობს Jeffrey Campbell-ს ამაზე კარგი მოდელი არ შეუქმნია თავის კოლექციებში. 

ერთ მშვენიერ დღეს, ინტერნეტ საიტების გამუდმებულმა ქექვამ შედეგი გამოიღო. მე ისინი ვიპოვე :) :)



Monday, August 15, 2011

my new purchases

I like shopping very much ... especially during sale season. Nothing (in the shopping world) beats seeing item you've craving for, for half the price. Here are some new purchases ... some of them are from new collections :)

1. piton print clutch - PARFOIS













2. beautiful earrings from PARFOIS as well




3. beautiful necklace from Accessorize



4. addicted to necklaces and bought another one :) from PROMOD




5. piton print kerchief from PARFOIS






Friday, August 12, 2011

მე და ჩემი გოგონები

ერთი ჩვეულებრივი საღამო, რომელიც არაჩვეულებრივად იქცევა ხოლმე, როდესაც მეგობრებს შეხვდები და დროს მათთან ერთად გაატარებ.

მე, რა თქმა უნდა, ფოტოაპარატი მოვიმარჯვე და მათი აქსესუარების დაფიქსირება დავიწყე :):)








Sunday, August 7, 2011

დიდი ზომის სამკაულები - აუცილებლობა 2011 წლისათვის

მიმაჩნია, რომ აქსესუარები თამაშობს ძალიან დიდ  როლს ლუქის შექმნაში. თუ გინდა, რომ წლევანდელ ზაფხულში ყველაზე მოდურად გამოიყურებოდე, უნდა აირჩიო მაქსიმალურად დიდი ზომის სამკაულები.დიზაინერები  ჩვენებებზე მსგავსი ტიპის მიდგომას ხშირად იყენებენ, მაგრამ ყოველდღიურ ცხოვრებაში, 2011 წლისათვის ის უკვე აუცილებელი ხდება.
თუ გინდა, რომ ხაზი გაუსვა შენი ტანის ზედა ნაწილს და გახადო ჩაცმულობა ეფექტური, ამისათვის ყელსაბამი ყველაზე კარგი საშუალებაა.

Holly Fulton and Malandrino ძალიან ლამაზ მეტალის სამკაულებს გვთავაზობს. მათი უპირატესობა ის არის, რომ შეგიძლია ბევრი სტილის ტანსაცმელს შეუხამო.





Christian Dior, Moschino Cheap and Chic მიერ შემოთავაზებული ვერსიები კი გასაოცარია. მსგავსი ყელსაბამები ლამაზი, ფერადი, თანამედროვე და რომანტიკულია. სადაც არ უნდა წახვიდე შენც ბედნიერად იგრძნობ თავს და მგონი სხვასაც გააბედნიერებ. :)





Emporio Armani   გვთავაზობს ისეთ სამაჯურებს, რომლებსაც შეუძლია ჩაცმულობა  საოცრად შეხამებული წარმოაჩინოს.





განსაკუთრებით აქტუალურია ესეთი ტიპის სამაჯურები, რომლებიც, ვფიქრობ ზღვის სეზონზე ფანტასტიური იქნება. :)




Saturday, August 6, 2011

10 საიდუმლო, რომელიც ყოველთვის მიმზიდველსა და მოდურს გამყოფებს !!!

ყოველ სეზონზე რაღაც ახალია მოდაში, რომელიც აქტუალობას რაღაც დროით ინარჩუნებს და შემდეგ დავიწყებას მიეცემა. მაგრამ არსებობს ისეთი ე.წ. ლუქებიც, რომლებიც მიუხედავად დროისა, ყოველთვის მისაღებია და არასდროს გიღალატებს. :)
ვფიქრობს ეს 10 "საოცრება" მათ რიცხვს ეკუთვნის ...

1) ელასტიკი გრძელმკლავიან, თხელი ნაქსოვის ფაქტურის ზედასთან და მოსაცმლთან ერთად. ჩექმა ქუსლიანიც და უქუსლოც - გააჩნია სად მიდიხარ. 


2) ყველას არ შეუძლია დიზაინერების ორიგინალი ნამუშევრებით ტკბობა საკუთარ ტანზე, ამიტომ არსებობს ფირმები, რომლებიც  ქმნის კოლექციებს ხელმისაწვდომ
ფასებში. ისინი ითვალისწინებენ ყველა იმ მოდურ დეტალს, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს შენს გარდერობში. ასე, რომ გვაქვს საშუალება გვქონდეს, მაგალითად, ჯაჭვიანი პატარა შავი ჩანთა, რომელიც ეგრევე Chanel-თან ასოცირდება. :) კარგი ხარისხის პატენტიც მისაღებია :) :)





3) მუქი ფერის ჯინსი და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები. ალბათ, ყველა დამეთანხმებით, რომ ამ კომბინაციას დრო ვერაფერს აკლებს.



4) ოდრის ეფექტი - მოკლე შავი კაბა, რომელიც არასდროს გადავა მოდიდან.



5) წითელი ტუჩის საცხი - მომენტალურად ცვლის განწყობას და ვიზუალს.



6) ელასტიკები, პირველ პუნქტშიც ვახსენე, მაგრამ ის, როგორც ცალკე აღებული "შედევრი" გამოყოფის ღირსია. არ აქვს მნიშვნელობა ტყავის იქნება, ნაჭრის, შავი თუ ფერადი, მას აქვს უნარი შეუცვლელი ადგილი დაიჭიროს შენს გარდერობში.



7) ტყავის ფაქტურა, იქნება ეს ფეხსაცმელი, თუ ჩანთა.



8) თრენჩი - ამ ტიპის ერთი მოსასხამი აუცილებლობაა უკვე.



9) შარფი - ის აქსესუარია, რომელიც ალამზებს და ეფექტურს ხდის ლუქს. განსაკუთრებით, თუ ის ფერადია.



10) ტყავის ხელთათმანი - არამარტო პრაქტიკულია, რადგნა გათბობს, არამედ ყოველთვის მოდურია.


Friday, August 5, 2011

ქამარი - საფულე

ქამარი-საფულე ის აქსესუარია, რომელიც 2011 წლის ზაფხულის ჰიტია. არაჩვეულებრივი საშუალებაა იმ გოგონებისთვის, ვისაც ეზარებათ ჩანთების ტარება, განსაკუთრებით ზაფხულში, როდესაც ისვენებ და ბევრი ნივთი არ გაქვს სატარებელი. მასში თავისუფლად მოთავსდება საფულე, კრედიტ კარტა, სარკე, ტუჩის საცხი ... მგონი არაფერი მავიწყდება :)
და რაც მთავარია, მას შეუძლია დასრულებული სახე მისცეს შენს ჩაცმულობას და გახადოს სუპერმოდური. მისი გაკეთება აქტუალუტრია, როგორც წელზე, ასევე თეძოზე.







მე ძალიან მომწონს :) განსაკუთრებით ეს :)