Sunday, October 20, 2013

Boxycharm - September

       რამოდენიმე პოსტის უკან, დავწერე, თუ რა არის Boxycharm. უკვე რამოდენიმე თვეა, ყოველი თვის ბოლოს ვიღებ ხოლმე ყუთს 6-7 პროდუქტით და ყოველ ჯერზე მგონია, რომ ახალი წელია :) რადგან არ ვიცი, თუ რა იქნება ყუთში, ამიტომ მოუთმენლად ველი ხოლმე მას და ძალიან ვხალისდები.

სექტმებრის თვის ყუთი ასე გამოიყურება



1. Argan Magic - Restorative Hair Mask - დამატენიანებელი და დაზიანებული, მშრალი თმის აღმდგენი ნიღაბი.

რადგან მშრალი თმა არ მაქვს და არც დაზიანებული, რადგან არ ვიღებავ და ბუნებრივად ვიშრობ ხოლმე, ამიტომ ხშირად არ გამომიყენებია. რამოდენიმეჯერ თმის ბოლოებზე წავისვი და ძალიან დამირბილა. სასიამოვნო შეგრძნება მქონდა თმაზე. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ ამ პროდუქტმა გაამართლა.

2. Maybelline - New York - Baby Lips - 90 - Yummy Plummy - ტუჩის ვარდისფერი ბალზამი.

აღმოჩნდა, რომ ლიმიტირებული კოლექციიდან არის. დიდად არაფერს ცვლის, მაგრამ ყოველთვის მსიამოვნებს, როდესაც რაღაც მაქვს, რასაც ნებისმიერ დროს სხვა ვერ მოიპოვებს :) 
ძალიან კარგი პროდუქტია, აუცილებელიც კი, განსაკუთრებით ცივ სეზონებზე, როდესაც ტუჩების დახეთქვის ალბათობა დიდია. პიგმენტაცია ისეთი კარგი აქვს, რომ მხოლოდ, ამ ტუჩსაცხითაც შეიძლება გარეთ გასვლა :) ჩემს შემთხვევაში :)

3. Essie - Bouncer, it's me - ლურჯი ფერის ფრჩხილის ლაქი, რომელიც ისე შრება, რომ სხივი საერთოდ არ აქვს. ასეთი შედეგი მე არ მომწონს, ამიტომ, ზედა გამჭვირვალე ფენას ვისვამ ხოლმე.

4. L'oreal Paris - The One Sweep Sculpting Blush Duo - ამ რუმიანისა და ბრონზერის ერთობლიობამ არ გაამართა. ძალიან დიდი ძალა მჭირდება იმისათვის, რომ ფუნჯზე გადავიდეს პროდუქტი და მერე სახეზე შედეგი შემეტყოს.

5. Nyx - Triple Eyeshadows for Sexy Eyes Only - Opal/Platinum Silver/Luster  - არჩვეულებრივი 3-ფერიანი თვალის ჩრდილების ნაკრებია. საკმაოდ კარგი ხარისხის ჩრდილებია.

6. Nyx - Sheer Gloss - მუქი ვარდისფერი/შინდისფერი ტუჩის საცხია, რომელიც საკმაოდ კარგი კონსისტენციისაა. არ აქვს წებოვანი შეგრძნება, რომელსაც ვერ ვიტან. თავზე თავისი ჩოთქი აქვს, რაც მის წასმას უფრო ადვილს ხდის. შემოდგომის სეზონისათვის ძალიან კარგი ფერია.

ბონუსად ყუთში იყო Laface -ს ფირმის ტანის ლოსიონის ნიმუში, რომელიც ნორმალური იყო. ერთი წასმით განსაკუთრებული მახასიათებლები არ შემიმჩნევია.

ამდენად, მე კმაყოფილი ვარ ამ თვის ყუთითაც, რადგან ძალიან მიყვარს ახალი პროდუქტების გამოცდა და მათზე დაკვირვება. ამასთან, ჩემ კოლექციას ემატება ახალ-ახალი კოსმეტიკა :)



Tuesday, October 8, 2013

The Midnight Lace Set

ვაგრძელებ Sedona Laсe - ის მაკიაჟის ფუნჯების თემას The Midnight Lace Set - ზე საუბრით.
































აღნიშნული ნაკრები კარგი არის თხევადი პროდუქტების წასასმელად. ფუნჯის ღეროები ნაკლებად ტოვებს კვალს კანზე ხაზების სახით და უანკლო შედეგს იძლევა, თუ რა თქმა უნდა ტონალურიც ხელს უწყობს.

ნაკრებში შედის:

1. Kabuki brush - Midnight Lace - მემგონი ექსკლუზიურად ამ ნაკრებისათვის არის შექმნილი, თუმცა ცალკეც იყიდება. განსაკუთრებით კარგია მოგზაურობისას, როდესაც ცდილობ კომპაქტურად მოთავსდე ჩემოდანში :) შესაძლებელია გამოყენებული იქნას, როგორც ტონალურის წასასმელად, აგრეთვე - პუდრის. ეფექტურია მინერალური პროდუქტების წასასმელადაც. მე, რატომღაც ხშირად არ ვიყენებ ამ ფუნჯს.

2. Synthetic Round Top Powder Brush - 480 - მიუხედავად იმისა, რომ პუდრის ფუნჯად არის გათვლილი და სახელწოდებაც შესაბამისი აქვს, მე ტონალურის წასასმელად ვიყენებ და ვთვლი, რომ ტონალურისთვის ყველაზე კარგი ფუნჯია ჩემი კოლექციიდან.

3. Synthetic Flat Top Powder Brush - 928 - ძალიან კარგად გამოყენებადია პუდრის წასასმელად, რათა მაკიაჟი დააფიქსირო კანზე. პროდუქტი სახეზე უნდა წაისვა დაპრესვის მეთოდით. ვცადე ტონალურის წასმაც, მაგრამ არ მომეწონა შედეგი. გრძელი ღეროები აქვს და დიდხანს მოვუნდი ძალის დატანებით შედეგის მიღწევას. თუმცა, ამბობენ, რომ ამ მიზნითაც კარგია, უბრალოდ, მე ვერ გამოვიყენე.

4. Synthetic Angled Top Powder Brush - 602 - ყველაზე მეტად მომწონს კონტურის გასაკეთებლად. ფუნჯის დახრილობა მაძლევს საშუალებას ლოყის ქვედა მხარეს კარგი მოხაზულობა გავაკეთო სახის ფორმის მისაცემად. ძალიან რბილია, თუმცა ამავდროულად ბევრი ღერო აქვს, შესაბამისად, კარგ შედეგს იძლევა.

ამ ნაკრების ფასი არის 49.95$, თუმცა ფასდაკლების დროს, ძალიან კარგი შენაძენი იქნება.