ვაგრძელებ Sedona Laсe - ის მაკიაჟის ფუნჯების თემას The Midnight Lace Set - ზე საუბრით.
აღნიშნული ნაკრები კარგი არის თხევადი პროდუქტების წასასმელად. ფუნჯის ღეროები ნაკლებად ტოვებს კვალს კანზე ხაზების სახით და უანკლო შედეგს იძლევა, თუ რა თქმა უნდა ტონალურიც ხელს უწყობს.
ნაკრებში შედის:
1. Kabuki brush - Midnight Lace - მემგონი ექსკლუზიურად ამ ნაკრებისათვის არის შექმნილი, თუმცა ცალკეც იყიდება. განსაკუთრებით კარგია მოგზაურობისას, როდესაც ცდილობ კომპაქტურად მოთავსდე ჩემოდანში :) შესაძლებელია გამოყენებული იქნას, როგორც ტონალურის წასასმელად, აგრეთვე - პუდრის. ეფექტურია მინერალური პროდუქტების წასასმელადაც. მე, რატომღაც ხშირად არ ვიყენებ ამ ფუნჯს.
2. Synthetic Round Top Powder Brush - 480 - მიუხედავად იმისა, რომ პუდრის ფუნჯად არის გათვლილი და სახელწოდებაც შესაბამისი აქვს, მე ტონალურის წასასმელად ვიყენებ და ვთვლი, რომ ტონალურისთვის ყველაზე კარგი ფუნჯია ჩემი კოლექციიდან.
3. Synthetic Flat Top Powder Brush - 928 - ძალიან კარგად გამოყენებადია პუდრის წასასმელად, რათა მაკიაჟი დააფიქსირო კანზე. პროდუქტი სახეზე უნდა წაისვა დაპრესვის მეთოდით. ვცადე ტონალურის წასმაც, მაგრამ არ მომეწონა შედეგი. გრძელი ღეროები აქვს და დიდხანს მოვუნდი ძალის დატანებით შედეგის მიღწევას. თუმცა, ამბობენ, რომ ამ მიზნითაც კარგია, უბრალოდ, მე ვერ გამოვიყენე.
4. Synthetic Angled Top Powder Brush - 602 - ყველაზე მეტად მომწონს კონტურის გასაკეთებლად. ფუნჯის დახრილობა მაძლევს საშუალებას ლოყის ქვედა მხარეს კარგი მოხაზულობა გავაკეთო სახის ფორმის მისაცემად. ძალიან რბილია, თუმცა ამავდროულად ბევრი ღერო აქვს, შესაბამისად, კარგ შედეგს იძლევა.
ამ ნაკრების ფასი არის 49.95$, თუმცა ფასდაკლების დროს, ძალიან კარგი შენაძენი იქნება.
No comments:
Post a Comment