Showing posts with label summer 2011. Show all posts
Showing posts with label summer 2011. Show all posts

Sunday, August 7, 2011

დიდი ზომის სამკაულები - აუცილებლობა 2011 წლისათვის

მიმაჩნია, რომ აქსესუარები თამაშობს ძალიან დიდ  როლს ლუქის შექმნაში. თუ გინდა, რომ წლევანდელ ზაფხულში ყველაზე მოდურად გამოიყურებოდე, უნდა აირჩიო მაქსიმალურად დიდი ზომის სამკაულები.დიზაინერები  ჩვენებებზე მსგავსი ტიპის მიდგომას ხშირად იყენებენ, მაგრამ ყოველდღიურ ცხოვრებაში, 2011 წლისათვის ის უკვე აუცილებელი ხდება.
თუ გინდა, რომ ხაზი გაუსვა შენი ტანის ზედა ნაწილს და გახადო ჩაცმულობა ეფექტური, ამისათვის ყელსაბამი ყველაზე კარგი საშუალებაა.

Holly Fulton and Malandrino ძალიან ლამაზ მეტალის სამკაულებს გვთავაზობს. მათი უპირატესობა ის არის, რომ შეგიძლია ბევრი სტილის ტანსაცმელს შეუხამო.





Christian Dior, Moschino Cheap and Chic მიერ შემოთავაზებული ვერსიები კი გასაოცარია. მსგავსი ყელსაბამები ლამაზი, ფერადი, თანამედროვე და რომანტიკულია. სადაც არ უნდა წახვიდე შენც ბედნიერად იგრძნობ თავს და მგონი სხვასაც გააბედნიერებ. :)





Emporio Armani   გვთავაზობს ისეთ სამაჯურებს, რომლებსაც შეუძლია ჩაცმულობა  საოცრად შეხამებული წარმოაჩინოს.





განსაკუთრებით აქტუალურია ესეთი ტიპის სამაჯურები, რომლებიც, ვფიქრობ ზღვის სეზონზე ფანტასტიური იქნება. :)




Friday, August 5, 2011

ქამარი - საფულე

ქამარი-საფულე ის აქსესუარია, რომელიც 2011 წლის ზაფხულის ჰიტია. არაჩვეულებრივი საშუალებაა იმ გოგონებისთვის, ვისაც ეზარებათ ჩანთების ტარება, განსაკუთრებით ზაფხულში, როდესაც ისვენებ და ბევრი ნივთი არ გაქვს სატარებელი. მასში თავისუფლად მოთავსდება საფულე, კრედიტ კარტა, სარკე, ტუჩის საცხი ... მგონი არაფერი მავიწყდება :)
და რაც მთავარია, მას შეუძლია დასრულებული სახე მისცეს შენს ჩაცმულობას და გახადოს სუპერმოდური. მისი გაკეთება აქტუალუტრია, როგორც წელზე, ასევე თეძოზე.







მე ძალიან მომწონს :) განსაკუთრებით ეს :)