Monday, September 23, 2013

Sedona Lace Makeup Brushes


        
როდესაც მაკიაჟის ფუნჯების ყიდვა გადავწყვიტე, მცირედი კვლევის ჩატარება მომიხდა იმის დასადგენად, თუ რომელი ბრენდის პროდუქციის ყიდვა ღირდა. დავადგინე, რომ Sigma Beauty და Sedona lace არის ყველაზე პოპულარული კომპანიები, რომლებიც აღნიშნულ პროდუქციას აწარმოებენ. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ Sigma Beauty -ს უფრო კარგი შეფასება (ე.წ. review) აქვს, ვიდრე Sedona lace-ს.  შესაბამისად, გადავწყვიტე გამომეწერა Sigma Beauty ფუნჯები, თუმცა აღმოჩნდა, რომ საიტმა არ მიიღო ჩემი საკრედიტო ბარათი, რადგან მისი გამცემი ქვეყანა არ ემთხვეოდა პროდუქციის გასაგზავნ მისამართს (ამერიკის მისამართზე ვაგზავნი ხოლმე). ამდენად, უარის თქმა მომიწია :-)

როგორც წესი, ინტერნეტ მაღაზიებს აქვთ სიახლეების გამოწერის ფუნქცია, რომლებსაც აქტიურად ვიყენებ. შესაბამისად, საიტებისგან, რომლებიც მომწონს, ვგეგმავ გამოწერას ან ოდესმე რაიმე გამომიწერია, პერიოდულად ვიღებ ინფორმაციას სიახლეებისა და ფასდაკლებების შესახებ. ერთ-ერთი მორიგი მეილი იყო Sedona lace, რომელიც 50%-ანი ფასდაკლების შესახებ მწერდა. გამიმართლა და საიტმა შეკვეთა მიიღო.

გამოვიწერე ორი ნაკრები: 12 Piece Synthetic Professional Makeup Brushes With Brush Cup Holder და The Midnight Lace Set.

12 Piece Synthetic Professional Makeup Brushes With Brush Cup Holder როგორც პროდუქციის სახელწოდებიდანაც სჩანს, არის 12 ფუნქჯისაგან შემდგარი ნაკრები, რომელსაც მოყვება ჩასადები და ნაკრებს ძალიან კომპაქტურს ხდის მოგზაურობისას, ამასთან, იცავს ფუნჯებს დაბინძურებისაგან.
             ნაკრები შედგება სახისა და თვალის ფუნჯებისაგან:
1. Powder Brush - 376
2. Duo Fibre Brush - 813
3. Foundation brush - 727
4. Large Angle Contour Brush - 850
5. Concealer Brush - 954
6. Medium Angled Shadowing Brush - 407
7. Small Angled Brush - 561
8. Large Shader Brush - 941
9. Tapered Blending Brush - 863
10. Pencil Brush - 904
11. Eye Shading Brush - 305
12. Eyeliner Brush - 772

უნდა აღინიშნოს, რომ ფუნჯების ჩასადები ცალკეც იყიდება და საკმაოდ ძვირიც ღირს. ამდენად, ნაკრები ბევრად იაფი ჯდება, ვიდრე ინდივიდუალური ფუნჯების ყიდვა.

The Midnight Lace Set შედგება 4 ფუნჯისგან, რომლებიც თავიანთი ფორმითა და ფუნქციური დატვირთვით, რადიკალურად განსხვავდება 12 Piece Synthetic Professional Makeup Brushes With Brush Cup Holder-გან. მასში შედის:
1. Kabuki Brush - Midnight Lace
2. Synthetic Round Top Powder Brush - 480
3. Synthetic Flat Top Powder Brush - 928
4. Synthetic Angled Top Powder Brush - 602

Sedona Lace - ის ფუნჯები საკმაოდ რბილი ფუნჯებია, იმის გათვალისწინებით, რომ სინთეტიკისგან მზადდება და არა ნამდვილი თმისგან. ეფექტურად გამოიყენება, როგორ კრემის კონსისტენციის პროდუქტებზე, აგრეთვე - თხევადზეც. ეს ფუნჯები იღებს მცირე რაოდენობის პროდუქტს, ამდენად, არ ხდება მათ მიერ შეწოვა და ზედმეტი პროდუქტის გახარჯვა. დიზაინიც საკმაოდ მიმზიდველია ჩემთვის :)

უკვე ერთი წელია თითქმის, რაც ყოველდღიურად ვიყენებ ამ ფუნჯებს და უნდა ვთქვა, რომ ერთი ღერიც კი არ ჩამოვარდნილა მათგან, რაც, უდაოდ, ხარისხზე მეტყველებს. საკმაოდ ხშირად, კვირაში ერთხელ, ვრეცხავ ხოლმე და მათ სირბილეზე ამას საერთოდ არ უმოქმედია.

ამდენად, მე ძალიან კმაყოფილი ვარ ამ ბრენდით და შესაბამისად, ფუნჯებით და კვლავ ვაპირებ სხვა ნაკრებების გამოწერასაც.

Tuesday, August 27, 2013

Boxycharm - 2013 - July





1. Sublime Sun - SPF Protective Skin Care - L'Oreal Paris - მზისგან დამცავი კრემი
2. Revlon - Diamond Lust - თვალის მბზინვარე ჩრდილი
3. Colour Riche - Nail Lingerie - L'Oreal Paris - ფრჩხილის ლაქი - სტიკერი
4. Colour Riche - Nail - L'Oreal Paris - ფრჩხილის ლაქი
5. Runway Collection lipstick - L'Oreal Paris - პომადა
6. Runway Collection blush - L'Oreal Paris - რუმიანა


Friday, June 28, 2013

Boxycharm - 2013 - June

2013 წლის ივნისში გავხდი Boxycharm -ის ე.წ. "გამომწერი" და დღეს მივიღე ჩემი პირველი ამანათი, რომლითაც ძალიან კმაყოფილი ვარ.























Boxycharm არის ყოველთვიური ონლაინ გამოწერის სერვისი. ანუ 21$ - ის სანაცვლოდ  აღნიშნული ფირმა თავის მომხარებელს უგზავნის ამანათს, რომელშიც შედის სილამაზესთან დაკავშირებული პროდუქტები. თითოეულ ყუთში ყოველთვიურად შედის 5-7 პროდუქტი, მათ შორის, მინიმუმ 4 - სტანდარტული ზომის.

რეკლამის გაწევის მიზნით ან წინა სეზონის კოლექციების სარეალიზაციოდ, გარკვეულ ბრენდებთან მოლაპარაკებების გზით, ისინი ახერხებენ მინიმალურ ფასად კოსმეტიკისა თუ სილამაზის სხვა საშუალებების შეძენას და ყუთებში მოთავსებას. როგორც წესი, ყველა გამომწერი იღებს იდენტურ პროდუქტებს, მხოლოდ, შესაძლოა ფერებში იყო განსხვავებები.

მას შემდეგ, რაც პირველ შენაძენს გააკეთებ, ავტომატურად ხდები გამომწერი და ყოველ თვე, იმავე რიცხვში, ბარათიდან ჩამოგეჭრება 21$. ყუთები იგზავნება თვის 15 რიცხვის შემდეგ. რადგან ჩემი ყუთი ამერიკიდან მოდის, მას ცოტა აგვიანდება და მე, თვის ბოლოს ვიღებ ხოლმე :)

ყუთში დევს ბარათი, რომელიც ხსნის იმ თვის თემატიკას და შერჩეულ პროდუქციას. ივნისის თვის თემა იყო  "ცხელი ვარდისფერი ზაფხული" (Hot Pink Summer).

ყუთში, რომელიც მივიღე იყო 8 პროდუქტი, რომლთაგანაც ყველა იყო სტანდარტული ზომის!


   
1. L'oreal - Super Sleek Intense Serum - რომელიც არის თმის შრატი. გამოიყენება სველ თმაზე თმის გაშრობამდე. ძირითადად, საკმაოდ მცირე რაოდენობას ისვამ თმაზე, რადგან ზეთის ტიპის პროდუქტია. განსაკუთრებით კარგია თმის ბოლოებისათვის, ხოლო არ არის სასურველი მოხვდეს თმის ძირებში. აღნიშნული პროდუქტი იცავს თმას დაზიანებისაგან, რომელიც გარდაუვალია ფენით გაშრობისას და ბზინვარებას მატებს მას. პროდუქტის ორიგინალი ფასი არის 8.99$ (www.ulta.com).


2. Essie in Maiami Nice - მკვეთრი ვარდისფერი ფრჩხილის ლაქი, რომელიც არაჩვეულებრივი იქნება ზაფხულისათვის. მისი ორიგინალი ფასი არის 8$ (www.essie.com), თუმცა 4.50$ შესაძლოა მისი ყიდვა www. amazon.com - ზე.


   































3. Sally Hansen - Nail Art Pen in Hot Pink - გრძელდება ვარდისფერი ზაფხულის თემატიკა და ფრჩხილებისათვის მეორე საშუალებაც არის შერჩეული. ეს არის კალმის ტიპის პროდუქცი, რომლითაც შესაძლებელია გარკვეული ნახატების შესრულება ფრჩხილებზე. სასურველია, უკვე ლაქის წასმის შემდეგ მოხდეს ეს, რადგან უფრო ლამაზი იქნება, ვიდრე პირდაპირ ფრჩხილზე.

ამ პროდუქტით დიდად აღფრთოვანებული არ ვარ, რადგან დახატვიდან 2 საათში დაიწყო მოცილება. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ წყალს ვერ უძლებს. სხვა დროს ნახატზე ზედა გამჭვირვალე ფენის წასმა უნდა ვცადო. მისი ორიგინალი ფასია 7.29$ (www. drugstore.com).



4. Revlon ColorBurts Lipgloss in Brilliant Bordeaux - ეს არის მოვარდისფრო - მოიისფრო ტუჩსაცხი, რომელსაც ყავისფერი დაკრავს და ოქროსფერ ანარეკლსაც იკეთებს. ჩემთვის ეს ფერი უფრო საშემოდგომოა, ვიდრე - საზაფხულო. მისი ორიგინალი ფასი არის 9.99$ (www.ebay.com).






















5. Almay - Intense - i - color in satin-i - ეს არის თვალის ჩრდილების ნაკრები, რომელიც თავისი ფერით, ასევე, საშემოდგომო უფრო მგონია. ძალიან კარგი დიზაინი აქვს. პრაქტიკულად გეუბნება, რომელი ფერი თვალის რომელ ნაწილზე უნდა წაისვა. მისი ორიგინალი ფასი არის 5.99$.
































6. Rimmel - Soft Kohl - in jet black - ეს არის თვალის შავი ფანქარი. ძალიან გლუვია და ადვილად ისმევა. პროდუქტის ორიგინალი ფასიa 3.59$ (www.drugstore.com).
































7.  Rimmel - Lash Accelerator Macara - შავი ფერის ტუში, რომელიც აგრძელებს წამწამებს. მოცულობის მიმცემ ტუშთან ერთად არაჩვეულებრივი შედეგის მიღებაა შესაძლებელი. მისი ღირებულებაა 9.99$ (www.ulta.com).
































8. Mary Kay  -  ის კოსმეტიკის ჩანთა, რომელიც უბრალო შავი ფერის ჩანთაა და არ მომწონს. განსაკუთრებით, ჩემი დღევანდელი შენაძენის შემდგომ :)






















მისი ღირებულება ნამდვილად ვერ დავადგინე, რადგან არ იყიდება. ალბათ, ბრენდის რეკლამირებისათვის ჩადეს.

Parfois - ში შევიძინე კოსმეტიკის ჩანთა, რომლითაც აღფრთოვანებული ვარ :)






















ამდენად, ჩემი ყუთით ძალიან კმაყოფილი ვარ. უნდა ითქვას, რომ ყუთის საერთო ღირებულება კოსმეტიკის ჩანთის გარეშე არის 53.84$. ასე, რომ არაჩვეულებრივი დასაწყისია :)

Follow my blog with Bloglovin