ყოველ სეზონზე რაღაც ახალია მოდაში, რომელიც აქტუალობას რაღაც დროით ინარჩუნებს და შემდეგ დავიწყებას მიეცემა. მაგრამ არსებობს ისეთი ე.წ. ლუქებიც, რომლებიც მიუხედავად დროისა, ყოველთვის მისაღებია და არასდროს გიღალატებს. :)
ვფიქრობს ეს 10 "საოცრება" მათ რიცხვს ეკუთვნის ...
1) ელასტიკი გრძელმკლავიან, თხელი ნაქსოვის ფაქტურის ზედასთან და მოსაცმლთან ერთად. ჩექმა ქუსლიანიც და უქუსლოც - გააჩნია სად მიდიხარ.
2) ყველას არ შეუძლია დიზაინერების ორიგინალი ნამუშევრებით ტკბობა საკუთარ ტანზე, ამიტომ არსებობს ფირმები, რომლებიც ქმნის კოლექციებს ხელმისაწვდომ
ფასებში. ისინი ითვალისწინებენ ყველა იმ მოდურ დეტალს, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს შენს გარდერობში. ასე, რომ გვაქვს საშუალება გვქონდეს, მაგალითად, ჯაჭვიანი პატარა შავი ჩანთა, რომელიც ეგრევე Chanel-თან ასოცირდება. :) კარგი ხარისხის პატენტიც მისაღებია :) :)
3) მუქი ფერის ჯინსი და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები. ალბათ, ყველა დამეთანხმებით, რომ ამ კომბინაციას დრო ვერაფერს აკლებს.
4) ოდრის ეფექტი - მოკლე შავი კაბა, რომელიც არასდროს გადავა მოდიდან.
5) წითელი ტუჩის საცხი - მომენტალურად ცვლის განწყობას და ვიზუალს.
6) ელასტიკები, პირველ პუნქტშიც ვახსენე, მაგრამ ის, როგორც ცალკე აღებული "შედევრი" გამოყოფის ღირსია. არ აქვს მნიშვნელობა ტყავის იქნება, ნაჭრის, შავი თუ ფერადი, მას აქვს უნარი შეუცვლელი ადგილი დაიჭიროს შენს გარდერობში.
7) ტყავის ფაქტურა, იქნება ეს ფეხსაცმელი, თუ ჩანთა.
8) თრენჩი - ამ ტიპის ერთი მოსასხამი აუცილებლობაა უკვე.
9) შარფი - ის აქსესუარია, რომელიც ალამზებს და ეფექტურს ხდის ლუქს. განსაკუთრებით, თუ ის ფერადია.
10) ტყავის ხელთათმანი - არამარტო პრაქტიკულია, რადგნა გათბობს, არამედ ყოველთვის მოდურია.
sharfebi ra originaluradaa daxveuli. momewona
ReplyDeleteme-3ze da me-6ze :)))) uars ar vityodi
ReplyDeleteGiveaway ar geqneba? :D
ReplyDeleteმექნება, აუცილებლად მექნება :)
ReplyDeleteჯერ მოვიფიქრო უნდა რას დავუკავშირო :)
me vici :))) yoveli meore an mesame komentaris avtors :)
ReplyDeleteეგრე არა, მაგრამ მე-100 კომენტარის ავტორი შესაძლებელია, შემდეგ - მე-500 და ა.შ. :)))
ReplyDeleteშენ გატყობ ძალიან მონდომებული ხარ :)
great post
ReplyDeletehttp://kimchicsisters.blogspot.com/2011/08/tied-together-with-bow.html
Perfect post! Beautiful! <3
ReplyDeletehttp://liberty-walk-sara.blogspot.com/
love it <3
ReplyDelete