Tuesday, September 24, 2013

12 Piece Synthetic Professional Makeup Brushes With Brush Cup Holder

როგორც წინა პოსტში გითხარით, 12 Piece Synthetic Professional Makeup Brushes With Brush Cup Holder  გამოვიწერე Sedona lace-დან და ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი შენაძენით. ამიტომ გადავწყვიტე დეტალურად ავღწერო ეს ნაკრები, თუ როგორი ფუნჯებისგან შედგება, სახის რა ნაწილზე გამოიყენება ისინი, რომელი ფუნჯი რა ტიპის პროდუქციაზეა ეფექტური და რეალურად, არის თუ არა გამოყენებადი ყველა მათგანი. 

1. Powder Brush - 376

































ეს ფუნჯი საკმაოდ რბილია და ფაფუკი. არაჩვეულებრივია პუდრის წასასმელად, რათა მაკიაჟი დაფიქსირდეს კანზე. საკმაოდ დიდია იმისათვის, რომ მთელი სახე დაფაროს 2-3 წასმაზე. ასევე, შესაძლოა გამოყენებული იქნას სახეზე რუჟის გადასანაწილებლად და მკერდისა და ყელის მიდამოებში ლამაზი, ოქროსფერი ფერის მისაღებად.

2. Duo Fibre Brush - 813

































ფუნჯის აღწერილობის თანახმად, იგი შექმნილია მაკიაჟის ძალიან მსუბუქი ვერსიისათვის, კერძოდ, ლოყებზე რუმიანის (ე.წ. blush. შესატყვისი ქართული სიტყვა არ ვიცი :-)) მკრთალი ფერის მისაღებად. შესაძლოა, ხელის თითების მოჭერით ფუნჯს მიეცეს სასურველი ფორმა და კარგი იქნება ბზინვარის (ე.წ. highlighter) წასასმელად.

ჩემთვის ეს ფუნჯი საკმაოდ უფუნქციოა, რადგან ძალიან დიდია იმისათვის, რომ ლოყის ტერიტორიაზე ზუსტად წაისვა პროდუქტი ისე, რომ სახის სხვა ნაწილზე არ გადახვიდე, ამასთან, იმდენად თხელი ღეროები აქვს, რომ პროდუქტი იკარგება საერთოდ. ერთადერთი დანიშნულება, რაც მოვუძებნე არის ის, რომ როდესაც მაკიაჟის გაკეთებას დავასრულებ, ამ ფუნჯით, საბოლოოდ, ვინაწილებ მაკიაჟს სახეზე, რათა სადმე არ აღმოჩნდეს უფრო მეტი პროდუქტი, ვიდრე საჭიროა.

3. Foundation brush - 727

































ეს არის ტონალურის კლასიკური ფუნჯი და გამოიყენება თხევადი და კრემის კონსისტენციის პროდუქტების წასასმელად. გასნაკუთრებით ეფექტურია, როდესაც პროდუქტის წასმა ხდება დაპრესვის ტიპის მოძრაობით, რაც სახეზე ფუნჯის ღეროების მიერ ხაზების დატოვების თავიდან აცილების გარანტია.

თავდაპირველად, მეც ამ ტიპის ფუნჯით ვისვამდი ტონალურს, თუმცა აღმოვაჩინე, რომ ისეთი ეფექტური არ არის, როგორც სხვა ფუნჯი, რომელზედაც საუბარი მექნება შემდგომ პოსტში. ამ ფუნჯით უფრო მეტი დრო მჭირდებოდა ტონალურის სახეზე გადასანაწილებლად და მგონი, უფრო მეტი პროდუქტიც.

უკვე იშვიათად ვიყენებ, მხოლოდ, სახეზე კონტურის გასაკეთებლად, როდესაც კრემ-რუჟს ვხმარობ.


































ეს კუთხური ფორმის ფუნჯი შეიძლება ითქვას, რომ ჩემი ყველაზე საყვარელი ფუნჯია. არაჩვეულებრივი ფორმაა კონტურის გასაკეთებლად. ზუსტად ერგება ლოყის ქვედა ხაზს. ასეთივე ეფექტურია რუმიანის წასასმელადაც. ამ ფუნჯის პატარა ვერსია ცხვირის კონტურისათვის ყველაზე ეფექტური ფუნჯია.

5. Concealer Brush - 954


































ამ ფუნჯს აქვს მრავალფუნქციური დატვირთვა. შეიძლება გამოყენებული იქნას როგორც კორექტორის, დამფარავის (concealer) წასასმელად, ისე - თვალის ჩრდილის. გამოიყენება პროდუქტის ასაღებად ბრტყელი გვერდით, ხოლო სახით წვრილ ადგილებში, კუთხეებში - წვერის მეშვეობით. მე, მხოლოდ, თვალის კრემოვანი ჩრდილების წასასმელად ვიყენებ ხოლმე.


ფუნჯი გამოიყენება, როგორც მთლიან თვალზე ჩრდილის წასასმელად, ისე - მის გასამკრთალებლად. კუთხური ფორმა იდეალურია თვალის გარე კუთხესთან სამოქმედოდ, აგრეთვე, ქუთუოს შუა ხაზზე, სადაც მეტ-ნაკლებად, ნაკეცი კეთდება. როგორც ზემოთ ავღნიშნე, ამ ტიპის ფუნჯი ძალიან ეფექტურია ცხვირის კონტურის დრო, ამდენად, ამ მიზნითაც შეიძლება მისი გამოყენება.




ეს ფუნჯი გამოიყენება ლაინერის წასასმელად, ან წარბების დასახატად. რადგან მე ისედაც ხშირი წარბები მაქვს, მის შევსებას არ ვაკეთებ ხოლმე, ამდენად, მხოლოდ გელ-ლაინერის წასასმელად ვიყენებ ხოლმე. 


გამოიყენება, როგორც კორექტორის, თვალის მაკიაჟის ბაზის, ისე თვალის ჩრდილის წასასმელად. აგრეთვე, შესაძლებელია მცირე ზომის ადგილებზე (მაგალითად, ტუჩის ზედა ნაწილი) ბზინავის წასმაც. ისეთი ზომისაა, რომ თვალს მთლიანად ფარავს ერთი წასმით. მე ყველაზე უფრო ჩრდილებისათვის ვიყენებ.






თვალის ფუნჯებიდან ეს არის ჩემი ყველაზე საყვარელი ფუნჯი :-) 
როგორც სახელწოდებიდანაც სჩანს,  იგი გამოიყენება ჩრდილების გასამკრთალებლად, ფერების შესაზავებლად. მიმაჩნია, რომ თვალის კარგი მაკიაჟის გაკეთება წარმოუდგენელია ამ ტიპის ფუნჯის გარეშე. შესაძლოა გამოყენებული იქნა თვალის ქვეშ კორექტორის წასასმელადაც.

10. Pencil Brush - 904

ფუნჯი გამოიყენება თვალის ქვედა ხაზზე პროდუქტის წასასმელად, ლაინერის გასამკრთალებლად. არაჩვეულებრივია ე.წ. smokey მაკიაჟისათვის. აგრეთვე, შესაძლოა გამოყენებული იქნას ტუჩზე პომადის წასასმელადაც.




ამ ფუნჯს საკმაოდ მოკლე ღეროები აქვს, ამდენად, კარგად კონტროლდება თვალის ჩრდილის რაოდენობა და გადანაწილება ქუთუთოზე. თუ დაპრესვის მეთოდით  წავისვამთ ჩრდილს, თავიდან ავიცილებთ თვალის ქვეშ ზედმეტი პროდუქტის ჩამოცვენის ალბათობას.

12. Eyeliner Brush - 772



ფუნჯი გამოიყენება ლაინერის წასასმელად, განსაკუთრებით ფრთიანი ლაინერისათვის (winged liner). მიჩნეულია, რომ დამწყებთათვის, ვინც არ იცის ლაინერის წასმა, ეს ფუნჯი ყველაზე ეფექტურია, რადგან ხშირი და მჭიდრო ღერები აქვს, რითაც ადვილად კონტროლირებადს ხდის მას. აგრეთვე, შესაძლოა გამოყენებულ იქნას გამონაყარის წერტილოვანი დაფარვისათვის.

ამასთან, აუცილებელია გვახსოვდეს, რომ ფუნჯების დანიშნულება არ არის შეზღუდული სახის კონკრეტული ზონით. ისინი შესაძლოა ეფექტურად გამოყენებული იქნას სხვადასხვა დანიშნულებით. ამის საჭიროება თავად უნდა განსაზღვროთ ან შესაძლოა იძულებული გახდეთ, როგორც ჩემს შემთხვევაში, თუ ნაწილი გასარეცხია :-).

ყველა სურათი აღებულია www.sedonalace.com - დან.



Monday, September 23, 2013

Sedona Lace Makeup Brushes


        
როდესაც მაკიაჟის ფუნჯების ყიდვა გადავწყვიტე, მცირედი კვლევის ჩატარება მომიხდა იმის დასადგენად, თუ რომელი ბრენდის პროდუქციის ყიდვა ღირდა. დავადგინე, რომ Sigma Beauty და Sedona lace არის ყველაზე პოპულარული კომპანიები, რომლებიც აღნიშნულ პროდუქციას აწარმოებენ. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ Sigma Beauty -ს უფრო კარგი შეფასება (ე.წ. review) აქვს, ვიდრე Sedona lace-ს.  შესაბამისად, გადავწყვიტე გამომეწერა Sigma Beauty ფუნჯები, თუმცა აღმოჩნდა, რომ საიტმა არ მიიღო ჩემი საკრედიტო ბარათი, რადგან მისი გამცემი ქვეყანა არ ემთხვეოდა პროდუქციის გასაგზავნ მისამართს (ამერიკის მისამართზე ვაგზავნი ხოლმე). ამდენად, უარის თქმა მომიწია :-)

როგორც წესი, ინტერნეტ მაღაზიებს აქვთ სიახლეების გამოწერის ფუნქცია, რომლებსაც აქტიურად ვიყენებ. შესაბამისად, საიტებისგან, რომლებიც მომწონს, ვგეგმავ გამოწერას ან ოდესმე რაიმე გამომიწერია, პერიოდულად ვიღებ ინფორმაციას სიახლეებისა და ფასდაკლებების შესახებ. ერთ-ერთი მორიგი მეილი იყო Sedona lace, რომელიც 50%-ანი ფასდაკლების შესახებ მწერდა. გამიმართლა და საიტმა შეკვეთა მიიღო.

გამოვიწერე ორი ნაკრები: 12 Piece Synthetic Professional Makeup Brushes With Brush Cup Holder და The Midnight Lace Set.

12 Piece Synthetic Professional Makeup Brushes With Brush Cup Holder როგორც პროდუქციის სახელწოდებიდანაც სჩანს, არის 12 ფუნქჯისაგან შემდგარი ნაკრები, რომელსაც მოყვება ჩასადები და ნაკრებს ძალიან კომპაქტურს ხდის მოგზაურობისას, ამასთან, იცავს ფუნჯებს დაბინძურებისაგან.
             ნაკრები შედგება სახისა და თვალის ფუნჯებისაგან:
1. Powder Brush - 376
2. Duo Fibre Brush - 813
3. Foundation brush - 727
4. Large Angle Contour Brush - 850
5. Concealer Brush - 954
6. Medium Angled Shadowing Brush - 407
7. Small Angled Brush - 561
8. Large Shader Brush - 941
9. Tapered Blending Brush - 863
10. Pencil Brush - 904
11. Eye Shading Brush - 305
12. Eyeliner Brush - 772

უნდა აღინიშნოს, რომ ფუნჯების ჩასადები ცალკეც იყიდება და საკმაოდ ძვირიც ღირს. ამდენად, ნაკრები ბევრად იაფი ჯდება, ვიდრე ინდივიდუალური ფუნჯების ყიდვა.

The Midnight Lace Set შედგება 4 ფუნჯისგან, რომლებიც თავიანთი ფორმითა და ფუნქციური დატვირთვით, რადიკალურად განსხვავდება 12 Piece Synthetic Professional Makeup Brushes With Brush Cup Holder-გან. მასში შედის:
1. Kabuki Brush - Midnight Lace
2. Synthetic Round Top Powder Brush - 480
3. Synthetic Flat Top Powder Brush - 928
4. Synthetic Angled Top Powder Brush - 602

Sedona Lace - ის ფუნჯები საკმაოდ რბილი ფუნჯებია, იმის გათვალისწინებით, რომ სინთეტიკისგან მზადდება და არა ნამდვილი თმისგან. ეფექტურად გამოიყენება, როგორ კრემის კონსისტენციის პროდუქტებზე, აგრეთვე - თხევადზეც. ეს ფუნჯები იღებს მცირე რაოდენობის პროდუქტს, ამდენად, არ ხდება მათ მიერ შეწოვა და ზედმეტი პროდუქტის გახარჯვა. დიზაინიც საკმაოდ მიმზიდველია ჩემთვის :)

უკვე ერთი წელია თითქმის, რაც ყოველდღიურად ვიყენებ ამ ფუნჯებს და უნდა ვთქვა, რომ ერთი ღერიც კი არ ჩამოვარდნილა მათგან, რაც, უდაოდ, ხარისხზე მეტყველებს. საკმაოდ ხშირად, კვირაში ერთხელ, ვრეცხავ ხოლმე და მათ სირბილეზე ამას საერთოდ არ უმოქმედია.

ამდენად, მე ძალიან კმაყოფილი ვარ ამ ბრენდით და შესაბამისად, ფუნჯებით და კვლავ ვაპირებ სხვა ნაკრებების გამოწერასაც.