2013 წლის ივნისში გავხდი Boxycharm -ის ე.წ. "გამომწერი" და დღეს მივიღე ჩემი პირველი ამანათი, რომლითაც ძალიან კმაყოფილი ვარ.
Boxycharm არის ყოველთვიური ონლაინ გამოწერის სერვისი. ანუ 21$ - ის სანაცვლოდ აღნიშნული ფირმა თავის მომხარებელს უგზავნის ამანათს, რომელშიც შედის სილამაზესთან დაკავშირებული პროდუქტები. თითოეულ ყუთში ყოველთვიურად შედის 5-7 პროდუქტი, მათ შორის, მინიმუმ 4 - სტანდარტული ზომის.
რეკლამის გაწევის მიზნით ან წინა სეზონის კოლექციების სარეალიზაციოდ, გარკვეულ ბრენდებთან მოლაპარაკებების გზით, ისინი ახერხებენ მინიმალურ ფასად კოსმეტიკისა თუ სილამაზის სხვა საშუალებების შეძენას და ყუთებში მოთავსებას. როგორც წესი, ყველა გამომწერი იღებს იდენტურ პროდუქტებს, მხოლოდ, შესაძლოა ფერებში იყო განსხვავებები.
მას შემდეგ, რაც პირველ შენაძენს გააკეთებ, ავტომატურად ხდები გამომწერი და ყოველ თვე, იმავე რიცხვში, ბარათიდან ჩამოგეჭრება 21$. ყუთები იგზავნება თვის 15 რიცხვის შემდეგ. რადგან ჩემი ყუთი ამერიკიდან მოდის, მას ცოტა აგვიანდება და მე, თვის ბოლოს ვიღებ ხოლმე :)
ყუთში დევს ბარათი, რომელიც ხსნის იმ თვის თემატიკას და შერჩეულ პროდუქციას. ივნისის თვის თემა იყო "ცხელი ვარდისფერი ზაფხული" (Hot Pink Summer).
ყუთში, რომელიც მივიღე იყო 8 პროდუქტი, რომლთაგანაც ყველა იყო სტანდარტული ზომის!
1. L'oreal - Super Sleek Intense Serum - რომელიც არის თმის შრატი. გამოიყენება სველ თმაზე თმის გაშრობამდე. ძირითადად, საკმაოდ მცირე რაოდენობას ისვამ თმაზე, რადგან ზეთის ტიპის პროდუქტია. განსაკუთრებით კარგია თმის ბოლოებისათვის, ხოლო არ არის სასურველი მოხვდეს თმის ძირებში. აღნიშნული პროდუქტი იცავს თმას დაზიანებისაგან, რომელიც გარდაუვალია ფენით გაშრობისას და ბზინვარებას მატებს მას. პროდუქტის ორიგინალი ფასი არის 8.99$ (www.ulta.com).
2. Essie in Maiami Nice - მკვეთრი ვარდისფერი ფრჩხილის ლაქი, რომელიც არაჩვეულებრივი იქნება ზაფხულისათვის. მისი ორიგინალი ფასი არის 8$ (www.essie.com), თუმცა 4.50$ შესაძლოა მისი ყიდვა www. amazon.com - ზე.
3. Sally Hansen - Nail Art Pen in Hot Pink - გრძელდება ვარდისფერი ზაფხულის თემატიკა და ფრჩხილებისათვის მეორე საშუალებაც არის შერჩეული. ეს არის კალმის ტიპის პროდუქცი, რომლითაც შესაძლებელია გარკვეული ნახატების შესრულება ფრჩხილებზე. სასურველია, უკვე ლაქის წასმის შემდეგ მოხდეს ეს, რადგან უფრო ლამაზი იქნება, ვიდრე პირდაპირ ფრჩხილზე.
ამ პროდუქტით დიდად აღფრთოვანებული არ ვარ, რადგან დახატვიდან 2 საათში დაიწყო მოცილება. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ წყალს ვერ უძლებს. სხვა დროს ნახატზე ზედა გამჭვირვალე ფენის წასმა უნდა ვცადო. მისი ორიგინალი ფასია 7.29$ (www. drugstore.com).
4. Revlon ColorBurts Lipgloss in Brilliant Bordeaux - ეს არის მოვარდისფრო - მოიისფრო ტუჩსაცხი, რომელსაც ყავისფერი დაკრავს და ოქროსფერ ანარეკლსაც იკეთებს. ჩემთვის ეს ფერი უფრო საშემოდგომოა, ვიდრე - საზაფხულო. მისი ორიგინალი ფასი არის 9.99$ (www.ebay.com).
5. Almay - Intense - i - color in satin-i - ეს არის თვალის ჩრდილების ნაკრები, რომელიც თავისი ფერით, ასევე, საშემოდგომო უფრო მგონია. ძალიან კარგი დიზაინი აქვს. პრაქტიკულად გეუბნება, რომელი ფერი თვალის რომელ ნაწილზე უნდა წაისვა. მისი ორიგინალი ფასი არის 5.99$.
6. Rimmel - Soft Kohl - in jet black - ეს არის თვალის შავი ფანქარი. ძალიან გლუვია და ადვილად ისმევა. პროდუქტის ორიგინალი ფასიa 3.59$ (www.drugstore.com).
7. Rimmel - Lash Accelerator Macara - შავი ფერის ტუში, რომელიც აგრძელებს წამწამებს. მოცულობის მიმცემ ტუშთან ერთად არაჩვეულებრივი შედეგის მიღებაა შესაძლებელი. მისი ღირებულებაა 9.99$ (www.ulta.com).
8. Mary Kay - ის კოსმეტიკის ჩანთა, რომელიც უბრალო შავი ფერის ჩანთაა და არ მომწონს. განსაკუთრებით, ჩემი დღევანდელი შენაძენის შემდგომ :)
მისი ღირებულება ნამდვილად ვერ დავადგინე, რადგან არ იყიდება. ალბათ, ბრენდის რეკლამირებისათვის ჩადეს.
Parfois - ში შევიძინე კოსმეტიკის ჩანთა, რომლითაც აღფრთოვანებული ვარ :)
ამდენად, ჩემი ყუთით ძალიან კმაყოფილი ვარ. უნდა ითქვას, რომ ყუთის საერთო ღირებულება კოსმეტიკის ჩანთის გარეშე არის 53.84$. ასე, რომ არაჩვეულებრივი დასაწყისია :)
saitis misamarti damilinke ra
ReplyDeletewww.boxycharm.com
Delete