Monday, September 23, 2013

Sedona Lace Makeup Brushes


        
როდესაც მაკიაჟის ფუნჯების ყიდვა გადავწყვიტე, მცირედი კვლევის ჩატარება მომიხდა იმის დასადგენად, თუ რომელი ბრენდის პროდუქციის ყიდვა ღირდა. დავადგინე, რომ Sigma Beauty და Sedona lace არის ყველაზე პოპულარული კომპანიები, რომლებიც აღნიშნულ პროდუქციას აწარმოებენ. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ Sigma Beauty -ს უფრო კარგი შეფასება (ე.წ. review) აქვს, ვიდრე Sedona lace-ს.  შესაბამისად, გადავწყვიტე გამომეწერა Sigma Beauty ფუნჯები, თუმცა აღმოჩნდა, რომ საიტმა არ მიიღო ჩემი საკრედიტო ბარათი, რადგან მისი გამცემი ქვეყანა არ ემთხვეოდა პროდუქციის გასაგზავნ მისამართს (ამერიკის მისამართზე ვაგზავნი ხოლმე). ამდენად, უარის თქმა მომიწია :-)

როგორც წესი, ინტერნეტ მაღაზიებს აქვთ სიახლეების გამოწერის ფუნქცია, რომლებსაც აქტიურად ვიყენებ. შესაბამისად, საიტებისგან, რომლებიც მომწონს, ვგეგმავ გამოწერას ან ოდესმე რაიმე გამომიწერია, პერიოდულად ვიღებ ინფორმაციას სიახლეებისა და ფასდაკლებების შესახებ. ერთ-ერთი მორიგი მეილი იყო Sedona lace, რომელიც 50%-ანი ფასდაკლების შესახებ მწერდა. გამიმართლა და საიტმა შეკვეთა მიიღო.

გამოვიწერე ორი ნაკრები: 12 Piece Synthetic Professional Makeup Brushes With Brush Cup Holder და The Midnight Lace Set.

12 Piece Synthetic Professional Makeup Brushes With Brush Cup Holder როგორც პროდუქციის სახელწოდებიდანაც სჩანს, არის 12 ფუნქჯისაგან შემდგარი ნაკრები, რომელსაც მოყვება ჩასადები და ნაკრებს ძალიან კომპაქტურს ხდის მოგზაურობისას, ამასთან, იცავს ფუნჯებს დაბინძურებისაგან.
             ნაკრები შედგება სახისა და თვალის ფუნჯებისაგან:
1. Powder Brush - 376
2. Duo Fibre Brush - 813
3. Foundation brush - 727
4. Large Angle Contour Brush - 850
5. Concealer Brush - 954
6. Medium Angled Shadowing Brush - 407
7. Small Angled Brush - 561
8. Large Shader Brush - 941
9. Tapered Blending Brush - 863
10. Pencil Brush - 904
11. Eye Shading Brush - 305
12. Eyeliner Brush - 772

უნდა აღინიშნოს, რომ ფუნჯების ჩასადები ცალკეც იყიდება და საკმაოდ ძვირიც ღირს. ამდენად, ნაკრები ბევრად იაფი ჯდება, ვიდრე ინდივიდუალური ფუნჯების ყიდვა.

The Midnight Lace Set შედგება 4 ფუნჯისგან, რომლებიც თავიანთი ფორმითა და ფუნქციური დატვირთვით, რადიკალურად განსხვავდება 12 Piece Synthetic Professional Makeup Brushes With Brush Cup Holder-გან. მასში შედის:
1. Kabuki Brush - Midnight Lace
2. Synthetic Round Top Powder Brush - 480
3. Synthetic Flat Top Powder Brush - 928
4. Synthetic Angled Top Powder Brush - 602

Sedona Lace - ის ფუნჯები საკმაოდ რბილი ფუნჯებია, იმის გათვალისწინებით, რომ სინთეტიკისგან მზადდება და არა ნამდვილი თმისგან. ეფექტურად გამოიყენება, როგორ კრემის კონსისტენციის პროდუქტებზე, აგრეთვე - თხევადზეც. ეს ფუნჯები იღებს მცირე რაოდენობის პროდუქტს, ამდენად, არ ხდება მათ მიერ შეწოვა და ზედმეტი პროდუქტის გახარჯვა. დიზაინიც საკმაოდ მიმზიდველია ჩემთვის :)

უკვე ერთი წელია თითქმის, რაც ყოველდღიურად ვიყენებ ამ ფუნჯებს და უნდა ვთქვა, რომ ერთი ღერიც კი არ ჩამოვარდნილა მათგან, რაც, უდაოდ, ხარისხზე მეტყველებს. საკმაოდ ხშირად, კვირაში ერთხელ, ვრეცხავ ხოლმე და მათ სირბილეზე ამას საერთოდ არ უმოქმედია.

ამდენად, მე ძალიან კმაყოფილი ვარ ამ ბრენდით და შესაბამისად, ფუნჯებით და კვლავ ვაპირებ სხვა ნაკრებების გამოწერასაც.

No comments:

Post a Comment